Saturday, March 10, 2012


               რა ვიცით ლევიათანების შესახებ?(ნაწილი2)


ლევიათანი




ლევიათანს ბიბლია ახსენებს იობის წიგნის მე-40 და 41-ე თავებში და აღწერს როგორც ზღვის ყველაზე უდიდეს ბინადარს. მისი დაჭერა შეუძლებელია ანკესით, ჰარპუნით ან ბადით. "არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი; ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე". (ძვ. ქართ. "არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა") (იობი 41:24, 25).

რა ცხოველია ლევიათანი? ის არის უზარმაზარი, აქვს ძლიერი ყბები, დიდი კბილები, წყალში სწრაფად გადაადგილების უნარი – ეს ყოველივე ნათელს ჰფენს თუ რა ცხოველთან გვაქვს საქმე. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იყოს კრონოზავრი ან რაიმე მისი მსგავსი. ეს იყო ერთ ერთი ზღვის გრანდიოზული ბინადართაგანი. რათქმაუნდა, ის არ არის დინოზავრი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ ეს იყო უზარმაზარი ზომისა და დიდი კბილების მქონე რეპტილია.


ყველაზე განსაცვიფრებელია ის, რომ ასეთი ცხოველები დავით წინასწარმეტყველის დროს ჯერ კიდევ არსებობდნენ. ასე, მაგალითად, დავითის 130-ე ფსალმუნი ახსენებს ლევიათანს: "ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად. იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად" (103: 25, 26).

აქ, სავარაუდოდ, ლაპარაკია ხმელთაშუა ზღვაზზე. საინტერესოა, რომ მრავალი სანავიგაციო ჟურნალი შეიცავს ცნობასა და მოხსენებას "ზღვის გველეშაპებზე", რომლებიც გარეგნულად ჰგვანან პლიოზავრებსა და მოზაზავრებს. ისინი გამოიყურებიან როგორც გიგანტური ხვლიკები ან ნიანგები, რომელთაც აქვთ ფარფლები, საცურავი აპკები და თათები. გაქვავებული ნარჩენები ადასტურებენ, რომ ზურგის ძვალი მათ ჰქონდათ ძალზედ მოქნილი. სრულიად შესაძლებელია მათ შესძლებოდათ ცურვა სხეულის გველისებური, კლაკნილი მოძრაობებით. ასეთი არსება ერთხელ შეამჩნია გერმანულმა წყალქვეშა ნავმა პირველი მსოფლიო ომის დროს. კაპიტანი გეორგ ვონ ფოსტნერი ასე აღწერს მომხდარ ამბავს:

1915 წლის 30 ივლისს ჩვენ განვახორციელეთ ტორპედული შეტევა ბრიტანულ თბომავალზე "იბერინზე", რომელსაც დიდი ტვირთი გადაჰქონდა ჩრდილოეთ ატლანტიკაში. თბომავალმა სწრაფად იწყო ჩაძირვა. 25 წამში, წყლის ქვეშ გაისმა აფეთქების ძლიერი ხმა. რამოდენიმე წუთის შემდეგ წყლის ზედაპირზე უდიდესი ძალით ამოხეთქა თბომავალის ნაწილებმა, რომლებიც 20-30 მეტრის რადიუსში გაიფანტა, რომელთა შორის შევამჩნიეთ უზარმაზარი ზღვის ბინადარი (კონვულსიებში)". მე, ჩემს ოფიცრებთან, უფროს ინჟინერთან, ნავიგატორთან და მესაჭესთან ერთად სათვალთვალო კოშკთან ვიდექი. ყველამ თითქმის ერთდროულად შევყვირეთ და ზღვის ურჩხულზე მივუთითეთ. ჩვენგან არავინ იცოდა, რა იყო ეს. ცხოველი წყალში ჩაიძირა 10-15 წამის შემდეგ, ამიტომაც, სამწუხაროდ, მისი ფოტოგრაფირების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ის დაახლოებით იყო 20 მეტრის სიგრძის, ჰქონდა ნიანგის ფორმა და გააჩნდა ოთხი კიდური ფარფლებიანი თათებით და გრძელი, ბოლოში წაწვრილებული კუდით".

რადგან დინოზავრები და ლევიათანები ჰგვანან დრაკონებს ცოტა ინფორმაცია მათ შესახებაც.

დინოზავრები და დრაკონები

ძველთაგანვე არსებობს მრავალი ჩანაწერი და მოწმობა იმ იდუმალ არსებათა შესახებ, რომლებიც თავისი გარეგნობით მოგვაგონებენ რეპტილიებს და რომლებიც ოდესღაც ბინადრობდნენ დედამიწაზე. ცხადია, ისინი მრავლად და თანაც, სხვადასხვა სახეობისა და ზომისანი იყვნენ. მათ ყველას თავისი სახელი ჰქონდა. ასე, მაგალითად, ძველმა ევროპელებმა მათ "დრაკონები" შეარქვეს. დრაკონთა აღწერილობა, პრაქტიკულად ემთხვევა დინოზავრთა აღწერილობას. ძველი ლეგენდები დრაკონებზე, სავარაუდოდ, აღმოცენდა დინოზავრებზე არსებული მოგონებების საფუძველზე. მსოფლიოს მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ ყველა ლეგენდა დაფუძნებულია ფაქტებს და არა მარტო წარმოსახვასა და ფანტაზიებს. შემთხვევითი არ არის ის ფაქტიც, რომ ლეგენდები დინოზავრებზე და მათი გამოსახულებები შეიძლება ვნახოთ დედამიწის მრავალ კუთხეში: აფრიკაში, ინდოეთში, ევოპაში და ასევე, ახლო და შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ა. შ. დინოზავრებს ახსენებენ ისტორიის პირველი წერილობითი მოწმობები.

ცხადია, ზოგიერთი ისტორია არის წმიდა წყლის გამონაგონი, ასევე მათში აღწერილ "დრაკონთა"  გარეგნული და ფიზიკური თვისებები, მაგრამ აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ადამიანი ცდილობდა ყურადღება გაემახვილებინა ამ ცხოველთა უნიკალურობაზე და მონადირეთა გმირულ თვისებებზე. სხვა ისტორიები, არა მარტო სინამდვილესთან არ არის ახლოს, არამედ შემოსილია ზღაპრული და მისტიკური სამოსელით. თუმცა მრავალი ლეგენდა იმსახურებს ჩვენს ყურადღებასა და ნდობას.

ყველა არსებული ნახატი, ჩანაწერი, ლეგენდა და სხვა ფაქტები, რომლებიც მოგვითხრობენ დინოზავრებზე, მოწმობს იმას, რომ ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდა ამ არსებებთან ერთად: ისინი ხედავდნენ მათ, ხატავდნენ გამოქვაბულებსა და კლდეებში, ნადირობდნენ მათზე, იყენებდნენ მათ ძვლებს, შინაგან ორგანოებს და ფერმენტებს წამლების დასამზადებლად და ა. შ.


დასკვნა

უფალმა ღმერთმა შექმნა დინოზავრები. მათი უდიდესი ნაწილი წარღვნის დროს დაიღუპა. გადარჩა მოხლოდ დინოზავრთა მცირე ნაწილი, რომლებიც აღმოჩნდნენ ნოეს კიდობანში. წარღვნის შემდეგაც არ ყოფილან დინოზავრები იშვიათი ცხოველები, არამედ წლიდან წლამდე მცირდებოდა მათი რიცხვი, რადგან ადამიანები ნადირობდნენ მათზე.

დღეისათვის შემორჩენილია რამოდენიმე დინოზავრი. დანარჩენი ნაწილი ან ადამიანმა გაანადგურა, ან ამოწყდა კლიმატის შეცვლის გამო, ან კიდევ შეავიწროვა ცივილიზაციამ და იძულებულია მოეფაროს ადამიანის მხედველობას.

რაც შეეხება გადაშენებას, ბოლო 350 წლის განმავლობაში მეცნიერებმა დააფიქსირეს ცხოველთა 400-ზე მეტი სახეობის გადაშენება. და თუკი უბრალო ცხოველები ქრებიან პირისაგან მიწისა, რა უნდა ვთქვათ ისეთ ეკზოტიკურ ცხოველებზე, როგორებიც არიან დინოზავრები? მიუხედავად ამისა, ისინი აქაიქ მაინც გვხდებიან. ჩვენს თანამედროვე დინოზავრებზე თვითმხილველთა მიერ ყველაზე მეტი მოწმობა შეგროვილია აფრიკის ჭაობებში. ბოლო 10 წლის განმავლობაში იქ მიავლინეს 40-მდე ექსპედიცია. არსებობს მრავალი წიგნი, რომელიც ამ ექსპედიციათა მონაწილეების მიერ არის დაწერილი და ამტკიცებებნ, რომ დინოზავრები ჯერ კიდევ არსებობენ.

No comments:

Post a Comment