Monday, March 12, 2012

რას ნიშნავს ბობის დაწერილი ციფრები?


როდესაც ბობი დაიჭირეს ლევიათანებმა  და ჩაკეტეს დიკ რომანის კაბინეტში,ბობმა შეძლო დიკის ჩემოდანში დოკუმენტების ნახვა,რომლებიც დაკავშირებული იყო ლევიათანების გეგმასთან.ეს იყო გეგმები და რუკები დაკავშირებული ქვეყნის მთავარ ინფრასტრუქტურაზე.რუკაზე წითლად მონიშნული იყო ვისკონსინის და ოჰაიოს შტატები.როგორც ჩანს ბობს გაუჩნდა ეჭვი თუ რაში მდგომარეობდა ლევიათანების გეგმა.
ლევიათანებიდან გაქცეული და სემისა და დინის მანქანაში აღმოჩენილი ბობი დაიჭრება დიკის მიერ,მისი ნასროლი ტყვია ბობს თავში ხვდება.ბობი იმყოფება კომაში მაგრამ ის ცდილობს ბიჭებს გადასცეს რაღაც მნიშვნელოვანი.ის სემის ხელზე წერს ციფრებს 454895.


ვარიანტები თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ციფრები: 1.ეს შეიძლება იყოს თახვის (?) ტბის კოორდინატები,რომელიც მდებარეობს ლინკოლნის შტატში,ვისკონსინში.
2.454895-ეს ციფრები შეიძლება ნიშნავდეს შიმპანძის გენების თანმიმდევრობას(?).
3.თუ შევცვლით ციფრებს ლათინური ასოებით მივიღებთ სითყვას DEDHIE,რომელიც სიტყვა Died_ის (სიკვდილის) ანაგრამულ სახედ ითვლება.
4.google_ს რუკებზე ეს  არის სინგაპურისკოორდინატებით.
5.საკეტის კომბინაცია.
6.კულინარულ საიტზე food.com ამ ნომრით არის იტალიური კერძის რეცეპტი.
7.ეს შეიძლება აღნიშნავდეს თარიღებს:1945,1948 და 1995.ან 454 ჩვენს წელთაღრიცხვამდე და 895 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
8.ლევიათანების შტაბის უსაფრთხოების კოდი.
9.საკეტის კომბინაცია,რომელიც დამალულია ბობის სახლში.სადაც იმალება ჩანაწერი სემისა და დინისათვის,რადგან ისინი ვეღარ თხოვენ ბობს დაეხმარებას.
10.ყუტის საკეტის კომბინაცია სადაც ფურცელზე წერია "ყეყეჩები".
11.ლუდის რაოდენობა რაც ბობიმ დალია.
12.კოორდინატები სადაც კასტიელი არის.
13.ეს ციფრები შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალ აღთქმასთან.იოანეს სახარებიდან 5:4 _რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა..
14.ბობის პირადი ანგარისშის  ნომერი საიტზე  bustyasianbeauties.com (რუსულად ეს საიტი ასე იქნება БольшиеАзиатскиеСиськи.ком).თუ ძმები ანგარიშს არ შეავსებენ ბობის პირადს ამოშლიან საიტიდან.

No comments:

Post a Comment