Saturday, March 10, 2012






          ჯოს დღიური


                                                                               7 აპრილი.1993 წელი
 დღეს მე გავხდი 8 წლის. მამაჩემმა მაჩუქა მშვილდისარი რომელიც ძალიან მინდოდა..მან მასწავლა სროლა.დედაჩემმა მაჩუქა ეს დღიური.მე ამ დღიურში დავწერ ყოველ დღე...მოგიყვები ჩემს ოჯახზე.. ჩემი მამის ცხოვრების,მოგზაურობის და მრავალი საიდუმლოს შესახებ...არ შემიძლია გითხრა სკოლელების შესახებ. მე მიყვარს ჩემი დღიური...



 3 ივნისი.1993 წელი.
 დღეს არის ბოლო დღე სკოლაში. მიხარია რომ დაიწყო ზაფხულის არდადეგები.ახლა მე აღარ მომიწევს ადრე დაძინება და დავალებების შესრულება.მე მოვეხმარები დედაჩემს სახლის საქმეებში.... მე მიყვარს საუბარი ხალხთან ისევე როგორც დედაჩემთან. დედა მიყვება ბევრ საინტერესო ისროტიას რომ არ მოვიწყინო.როდესაც მამაჩემი მიდის მე მენატრება იგი..ჩემი ბიძია ბობი ამბობს რომ ყველა აქაა:ოჯახი,დედიკო-ერთადერთი რომელიც ერთადერთი მარჩენალია ოჯახში.როდესაც გავიზრდები მინდა რომ ვიყო დედიკოსნაირი...



 19 თებერვალი. 1994 წელი.

 ჩამოვიდა ჩემი ბიძა ჯონი.მე მიყვარს როცა ის მოდის ჩვენთან.მას ყოველთვის მოაქვს ჩემთვის საჩუქრები და მიყვება ბევრ ისტორიებს. ის ამბობს რომ ეს მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია მთელს მსოფლიოში.მან მთელი დღე გაატარა ჩვენთან.ბიძია ჯონმა მაჩვენა რამოდენიმე სიმბოლო რაც მან იცის.როცა ის წავიდა მან არ წაიღო ის ფურცელი სადაც გამოსახული იყო სიმბოლოები.ჩემი აზრით მან ეს ფურცელი დატოვა ჩემთვის.მაგრამ ბიძია ჯონი დაბრუნდა ფურცელს ეძებდა ყველგან.შემდეგ კითხა დედაჩემს თუ სად იყო ფურცელი.მან დედას კიდევ უთხრა რომ იქ ეწერა მნიშვნელოვანი ნომერი.მე ცუდად მოვიქეცი.არ ვუთხარი მას რომ მე ავიღე ფურცელი.შემდეგ დედიკომ ნომერი თავიდან ჩააწერინა ბიძია ჯონს .მან ხელახლა დაწერა ნომერი.მე მინდა შევინახო ფურცელი.ეს არის გასაღები რომელიჩ უნდა გვესმოდეს.მე მიყვარს ეს ნიშნები. მე თუ კარგად ვიმუშავებ მე შევძლებ დავეხმარო საქმის გამოძიებაში.დედაჩემი ხანდახან ეხმარება მამაჩემს.მაგრამ ბიძია ჯონს არავინ არ ეხმარება.მამა ფიქრობს რომ ბიძია ჯონი არის მაგარი.მეც ასე ვფიქრობ.

6 აპრილი.1995 წელი.
 დღეს გარდაიცვალა მამაჩემი. მე ვარ ნაწყენი და არაფრის დაწერა არ მსურს...


 19სექტემბერი.1995 წელი.

 ვერ ვიტან სკოლაში სიარულს.იქ მოსაწყენია.ჩვენ ვსწავლობთ იდიოტურ რამმებს და არა იმ სიმართლეს რაც უნდა ვიცოდეთ.სიმართლეს იმის შესახებ თუ რა ცხოვრობს წყვდიადში,რომელსაც შეუზლია ტკივილი მიგვაყენოს.სიმართლე იმის შესახებ,რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და რომ არსებობენ ადამიანები,რომლებიც გვიფარავენ ჩვენ ამ ბოროტი ქმნილებებისგან.ეს ადამიანები გვოცავენ ჩვენ ისე,რომ არც კი ვიცით ამის შესახებ.
 ეს უსამართლობაა,იმიტომ,რომ ისინი შეიძლება დაშავდნენ ანდაჩ დაიღუპონ,მაშინ,როდესაც ცდილობენ დაიცვან ის იდიოტები,რომლებმაც არაფერი არ იციან.დავალებას მათემატიკაშ,სიტყვების დამახსოვრებას,სულელურ ესეებს ინგლისურ ენაში მნიშვნელობა არა აქვს.იმიტომ,რომ ერთხელაც შეიზლება რაიმე ცუდი მოხდეს. ის მოვა,დაგვიდარაჯდება და მოგვკლავს სადაც მოესურვება.და ის,რასაც სკოლაში ვსწავლობთ ვერ დაგვიცავს ჩვენ.მხოლოდ ადამიანების "სახლი გზასთან" შეუძლიათ ეს. მე მხოლოდ მათთან მინდა ყოფნა,აქ შევძლებ ვისწავლო ნამდვილი საქმე,მნიშვნელოვანი საქმე.აქ ვიქნები უსაფრთხოდ. და კიდევ,ყველანი სკოლაში მიყურებენ,როგორც-ჭკუიდან გადამცდარ უცნაურს,რომელსაც მამა გარდაეცვალა.
 მათ არაფერი არ იციან.ისინი ვერასოდეს ვერ გაიგებენ,რომ მამაჩემი-გმირია.რომ ის მათ ყოველთვის ეხმარებოდა გადარჩენაში.მე არასოდეს არ მინდა გავხდე მათნაირი.მე მინდა ვიყო ისეთი როგორიც მამაჩემი იყო.

12 ნოემბერი.1995 წელი.
 მე ისე ძალიან მენატრება ჩემი მამა რომ მასზე ფიქრიც კი მტკივა. მაგრამ მე უნდა ვიფიქრო მასზე და მახსოვდეს,რომ ის იყო დიდებული გმირი.მამაჩემი ეხმარებოდა ხალხს,იცავდა მათ.მეც ასე მოვიქცევი.არვიცი ოდესმე თუ შევძლებ ისეთივე გმირი გავხდე,როგორიც მამაჩემი იყო. მე ყველანაირად ვეცდები...


4 იანვარი.1996 წელი
მე მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომელსაც ადამიანები ღებულობენ ახალი წლის დასაწყისში.ეს დღიური აღარ იქნება უბრალოდ დღიური.ეს დღიური იქნება მონადირის.აქ ბევრი აწარმოებს.ისინი აკეთებენ მნიშვნელოვან ჩანაწერებს,რომ იცოდნენ როგორ გამოიკვლიონ საქმეები.როდესაც მე და დედა დავრჩით მამის გარეშე ჩვენ ვიპოვეთ მისი დღიური მაგრამ როცა მე ვკითხე დედას შეიძლება მე დავათვალიერო, ის მხოლოდ შებრუნდა და ჩაიკრა გულში.მემგონი მან იტირა.მე ვერ ვიტან როცა ის ტირის.ხალხი განასყენებულია როდესაც ხედავენ რომ ვინმე ტირის.ამიტომ მხოლოდ მაშინ ტირის როცა ოთახში არის მარტო.მერე რა თუ მე ვერ ვნახე მამის დღიური სამაგიეროდ მე მინახავს ბევრი მონადირის დღიური.ისინი აწარმოებენ დღიურს.და შემდეგ ისინი მაძლევენ მე რომ წავიკითხო.დღეს კალებმა თავისი დღიურიდან ამომიხია ფურცელი,ასე რომ ,ახლა მე ვიცი ისინი რას გვანან და მივიღებ ცნობებს იმ არსებების შესახებ რომელიც შემდეგში ნადირობაში გამომადგება ან ისინი დატოვებენ კვალს...მე ვაპირებ კარგად დავიმახსოვრო და გავიგო ის ისტორიები რომელსაც მიყვებიან..განსაკუთრებით ის ისტორიები რომელსაც მამა მიყვებოდა..მე დავწერ ამას ჩემს მონადირის დღიურში..
 

რამოდენიმე ისტორია,მინიშნება და არსება რაც მე გავიგე...

9 მარტი.1996 წელი

ამმუტი მონსტრია.იგი ჭამს მიცვალებულებს ის არის ნახევარლომი,ნახევრადნიანგი და ნახევრადბეგემოტი.კიდევ ის არის ჯადოქარი,ანცი და მატყუარა. 1800 წლებში მოჩვენებამ  ვისაც თავისი ოჯახის დაცვა უნდოდა ყველა გაამწარა.და ის ასევე ცდილობდა დაეჭრა კატები.


რა ვიცი მე
2 აგვისტო.1996 წელი

დემონები კვალს ტოვებენ გოგირდის სახით.მოჩვენებები აირეკლებიან დეტექტორებზე.

რა ვიცი მე
30 დეკემბერი.1996 წელი
არის არსება რომელიც თავს ესხმის პატარა ბავშვებს. მაგრამ მე არავინ მეუბნება... ერთ დღესაც მე გავიგებ მის შესახებ.


ჩხუბი სკოლაში

6 მარტი.1997 წელი

ამ კვირაში მე მქონდა ჩხუბი სკოლაში.ისეთი არაფერი არ მოხდა მაგრამ ერთი ბიჭია რომელიც უკვე ორი კვირაა ცემას ითხოვს. დედა მეუბნება რომ ის მე მგავს მაგრამ დედა არასწორია ის მხოლოდ იდიოტია და მეტი არაფერი. მე სულ ვცდილობდი მის იგნორირებას მაგრამ გუშინ ლანჩის შემდეგ უკან გამომყვა და დაცინვა დამიწყო . მე არ ვიცი რა დამემართა თითქოს რაღაც გარდატეყა მოხდა ჩემში,. ავიღე და ისეთი ვუთავაზე ცხვირ-პირში რომ ძირს დავარდა.დედა ბიძასთან ერთად ესაუბრა დირექტორს(მე ვარ თითქმის 12 წლის ამიტომ მეუხერხულება როდესაც ისევ მიწევს „სახლი გზის პირას“ ბიჭებისთვის ბიძიას დაძახება. ახლა მე უკეთ მესმის,ვიდრე ოდესმე.თუ რა მნიშვნელოვანი იყო ფრთხილად,რა მნიშვნელოვანია რომ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცოდეს იმის შესახებ თუ რას ვაკეთებთ.ადამიანის გონება ვერ აღიქვამს ამას.მრავალი დაიწყებს ჩვენს გარშემო ფუსფუსს და ხელს შეგვიშლიან სამუშაოში თავიანთი მოსაბეზრებელი შეკითხვებით.იქნებ სწორედ ეს ქმნის გმირებს:ადამიანებს ეხმარებიან ისე,რომ სანაცვლოდ არაფერს არ ითხოვენ.სანამ მე კორიდორში ვიჯექი ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ... კამათით აანალიზებდნენ რა მძიმე იყო ჩემთვის მამის გარდაცვალების შემდეგ. მე კი მინდოდა,რომ ამ თემაზე შეეწყვიტათ საუბარი.იმ ბიჭს იმიტომ იმიტომ კი არ დავარტყი რომ მამა მომიკვდა,არამედ იმიტომ,რომ მან ეს დაიმსახურა.მე ამას კიდევ გავაკეთებდი.
  მე მხოლოდ ორი დღე უნდა დავრჩე გაკვეთილების შემდეგ.დედაჩემი არ ნაღვლობდა ის არც ბრაზობდა...სულის სიღრმეში ვფიქრობ,რომ  მოხარულიც იყო,რომ მე შემიძლია ჩემი თავის დაცვა.და ბიძია შონი... მას სახე გაებადრა,უღიმოდა.ვერ მალავდა ამ ღიმილს.როდესაც ჩვენ დავბრუნდით „სახლში გზის პირას“ მან შემთავაზა ესწავლებინა ჩემთვის დარტყმის ტექნიკა,ჩემს ინტერესებს კი არაფერი არ სჭირდებოდა.





No comments:

Post a Comment