Monday, March 12, 2012

ZAP2IT ჯარედ პადალეკის ინტერვიუ. ახალი ამბები ზებუნებრივთან დაკავშირებით!


ზებუნებრივიდან ბიჭებს აქვთ მეტი წილი გასაკეთებელი ვიდრე მათი ღირებულებებია.. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჯენსენ ეკლსს ან ჯარედ პადალეკის შეუძლიათ ცოტა დრო პრესისთვისაც გამონახონ.



გასული კვირის გადაღებებიდან, დასვენების დღეს, პადალეკი გამოფრინდა ვანკუვერიდან ლოს-ანჯელესში, რომ ტელევიზიის კრიტიკოსების ასოციაციის პრეს ტურზე დასწრებოდა The CW's “Bad-Ass-Boys”-ს. მეორე დღეს ის დაბრუნდა გადაღებებზე. “მე პირდაპირ გადაღებებზე წავალ აეროპორტიდან, და შემდეგ დღეს პირდაპირ მოვალ ბავშვის დაბადების აღსანიშნავად”, თქვა მან. “ეს არ არის იდეალური, მაგრამ მე არ ვუჩივი”.


ჯარედის და ჯენის პირველ შვილთან ერთად, შეიძლება იფიქროთ, რომ ძალიან დამღლელი და მომთხოვნი გრაფიკი რასაც „ზებუნებრივი“ მოითხოვს დამქანცველი იყოს მისთვის. პადალეკი გვეუბნება, რომ მათი ოჯახის დამატება – ბიჭი, რომელსაც მარტში ელოდებიან – არ უშლის ხელს შოუს, ახლა როდესაც მეშვიდე სეზონია და უფრო რთულია ყველაფერი.


ეს კარგია, ძალიან, რადგან პადალეკის და ეკლსს შეიძლება მოუწიოთ კონტრაქტის გაფორმება შესაძლებელ მე-8 სეზონზე, და ქსელის პრეზიდენტი მარკ პედოვიტცი გვეუბნება, რომ CW-ს საშემოდგომო გრაფიკზე არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილებები, მაგრამ „ძალიან ძლიერი შესაძლებლობაა“, რომ შოუ მომავალ წელსაც გაგრძელდეს.


„ვან თრი ჰილის“ თემატიკის მქონე კოქტეილ ფართის შემდეგ, ჩვენ დავჯექით პადალეკისთან ერთად, რომელიც – ორი People's Choice Awards გამარჯვებულია – მას ჰქონდა სურვილი რომ მას და ჯენსენ ეკლსს დაეფასებინათ თავისი ფანები. ჩვენ ასევე მივიღეთ სენსაციური ახალი ამბავი სემის ფსიქიკურ მდგომარეობაზე (ის შეწყვეტს ძილს, და ის ფსიქიატრიული საავადმყოფოში წასვლის ზღვარზეა) და რა მნიშვნელობა აქვს მე-17 სერიაში კასტიელის დაბრუნებას დინისთვის.


შენმა ფანებმა შენი შვილის საპატივცემულოდ $17,100 გადარიცხეს კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის, და ის ჯერ არ დაბადებულა. შეიძლება თქვენს ხელში უმაღლესი მაჩვენებელი გქონდეთ.

პადალეკი: იმედი მაქვს. ეს უკვე სასაცილოა. ჩვენი ფანები გასაოცრები არიან. ჩვენ უნიკალური ფანები გვყავს, ამას სიტყვასიტყვით ვგულისხმობ. ჩვენ შეგვხვდა ეს უცნაური ზარალი, სადაც თუ ცოტა რაოდენობის მაყურებელი გვეყოლებოდა, ჩვენ გაგვაუქმებდნენ, მაგრამ თუ მეტი მაყურებელი გვეყოლებოდა, მაშინ გვექნებოდა პროგრესი.


თქვენ ცოტა ხნის წინ ორ ნომინაციაში გაიმარჯვეთ People's Choice Awards-ში. 

პადალეკი: აი რასაც ვგულისხმობ. ჩვენ დავამარცხეთ “ჰაუსი”, ამ შოუს 11 მილიონი მაყურებელი ჰყავს.


არც ისე ცუდია. პატარა ლაქა არის შენს მხარზე, აი აქ.

პადალეკი:მართლა? ისე ამბობ როგორც “მათ ხუთჯერ მეტი მაყურებელი ყავთ და მაინც ჩვენ მეტი ხმა მივიღეთ? ეს იმიტომ, რომ მათ დედობრივი,ან ოჯახური განწყობა აქვთ ჩვენდამი – არ შემიძლია ვიფიქრო ამ სიტყვაზე, მე ორსულად ვარ. ძირითადად, შოუ რომ დაგვემთავრებინა 20 მილიონი მაყურებლით, ეს არ იქნებოდა, როგორც დიდი გამოცდილება, რადგან ჩვენი ფანები იქნებოდნენ უსახელო და არ იქნებოდნენ ინდივიდუალურები და დაიკარგებოდნენ. ჩვენ ერთმანეთს კრებებზე ვხვდებით. ჩვენ მათ ვამჩნევთ და ვიმახსოვრებთ, და ისინი ჩვენთვის ისე არიან როგორც ნამდვილი ოჯახი.


უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ბიჭებო თქვენ გიწევდათ დალოდებოდით ახალ ამბებს გაუქმებაზე ან აღებაზე. პატარას დაბადებასთან ერთად, არავის შეეძლო დაედანაშაულებინეთ სემ ვინჩესტერის შეფუთვაზე. ისევ გაქვთ იმედი რომ CW მერვე სეზონამდე ავა?

პადალეკი: დიახ. მე და ჯენს იმედი გვაქვს. მრავალი საათით რომ ვმუშაობთ და მე ვმოგზაურობ წინ და უკან, ეს გიჟური ცხოვრებაა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვანკუვერში ოჯახი ავაშენეთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი, ჩვენი მსახიობები – ჩვენ ყველასთან ახლოს ვართ. ჩვენ ვიცით რას უნდა ველოდოთ. როცა მათ ვუთხარი რომ ჯენი ორსულადაა და ბავშვს მარტში ველოდებით, ისინი პირდაპირ ასე იყვნენ: „კარგი, გარკვეულ დროს მოგცემთ დასვენებისვის“. „მე არც კი მჭირდება თხოვნა“. შენ ეს არ შეგიძლია გააკეთო თუ დიდ ფილმს იღებ ტომ კრუზთან. ისინი იტყოდნენ “ვინ გგონია რომ ხარ? F*** you." ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვზრუნავთ, მწერლებიდან დაწყებული, მსახიობებით და ფანებით დამთავრებული.

კრებების რაოდენობა რომლებსაც თქვენ ატარებთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არის უპრეცენდენტო.

 პადალეკი: ეს სრულიად უპრეცენდენტოა. რამდენიმე წელია ჩვენ ჩვენი ზაფხული ასე გავატარეთ. ჩვენ ვუთხრობთ ფანებს. მე და ჯენსენი საკმაოდ ჩვეულებრივი ტეხასელი ბიჭები ვართ. მე და ის ვართ ვამბობთ, რომ “ხალხი ხალხია!” არ ვამბობ იმას რომ ხალხმა სხვა შოუებიდან არ იციან ეს, მაგრამ მე ვყოფილვარ კრებებზე, სადაც არის ხალხი სხვა შოუებიდან, რომლებიც თვლიან, რომ “მე ვარ მსახიობი, და შენ ხარ ფანი, და მე ვიხმარ სამეფო “ჩვენს” როდესაც მოგმართავ. და ეს ასე ჟღერს F*** you, ვინ გგონია რომ ხარ? ასეთი სიტუაციები შეიძლება გადართულიყო. მე და ჯენსენს გვესმის ეს. ჩვენ ვიცით როგორია იყო ფანი. თუ მეტყვი რომ ჩემი შოუს ფანი ხარ, არანაირი განსხვავება არაა ამაში, რომ ჩვენ ვთქვათ იგივე დალასელ კოვბოიზე ან მსახიობზე ან მუსიკოსზე. მე გავგიჟდი როცა ვნახე მაიკ მაკკრიდი პერლ ჯემიდან. მე ჩემი ცოლს ხელში ჩავავლე და ვუთხარი “ღმერთო ჩემო” და ის ასე იყო“მეგობარო, ორსულად ვარ, ეგ მხარი დამჭირდება”. ვერასროს წარმოვიდგენდი რომ ასეთი რეაქცია მექნებოდა. ჩვენი შოუ ფანებისთვის განუყრელია. ჩვენ მათთვის სერიებიც გავაკეთეთ – არა ის სერიები მათთან მხედველობაში, არამედ სერიები რომლებიც მათზეა. ვერ წარმომიდგენია რომელიმე სხვა შოუს შესაძლებლობა ჰქონდეს ამისი. 

სხვა დღეს სერა გემბლს ველაპარაკე, და ჩვენ ცოტა სემის მომავალ ფსიქიკურ აშლილობაზე ვისაუბრეთ. ის ძალიან ფრთხილად მართავდა თავის ჰალუცინაციებს – დაკავებული იყო ამ სახის OCD მეთოდით რომ თავი გაეკონტროლებინა. გავიგე, რომ ყველაფერი დაინგრევა და დაიწვება საკმაოდ მალე.

პადალეკი: დიახ. ეს აშენდა ამ სეზონის წინ, მას შემდეგ რაც სიკვდილმა თქვა “მე შემიძლია კედელი ავუშენო, მაგრამ ის ჯოჯოხეთში იყო”. სადაც პერსონაჟს შეუძლია წარსულში რაიმე დაბრკოლების გადალახვა და ყოველთვის შეუძლია იპოვოს ამბრაზურა, ეს ხდება ნათელი. ფაქტი, რომ მე ლუციფერთან ერთად გალიაში ვიყავი, არ გვინდა, რომ ამისგან გამოაშკარავება გავაკეთოთ. ჩვენ არ გვინდა ვთქვათ “ ო, სემი მედიტაციას აკეთებს, ის ახლა კარგადაა! მან ამაზე იმუშავა იოგის მეშვეობით!”. ასე რომ დიახ, დამდეგ ეპიზოდში ის გაგიჟდება.

კიდევ ცდილობს ის რომ ეს დინს დაუმალოს?

პადალეკი: სემი ფიქრობს, რომ ის ცდილობს დაუმალოს დინს თავისი ტკივილის შესახებ. ის ამბობს “არა,ეს არაა მტკივნეული, მე კარგად ვარ,” როცა მან იცის რომ კვდება. ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ სემი ვეღარ შეძლებს ამის დამალვას. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდება, სადაც ისინი ფიქრობენ რომ სემი სრულიად გიჟია, და მართლაც, არის კიდეც. და დიდი ხანია ის ასეთია.

 თუმცა შენ მოგწონს როდესაც ის სრულიად შეშლილია.

პადალეკი: მომწონს! ეს ძალიან სახალისოა. თუმცა ამაზე უფრო მეტია. რა არის მნიშვნელოვანი ჩემთვის როგორც მსახიობი და როგორც ის, ვინც ღრმად ფიქრობს შოუს ერთიანობაზე, არის რაც მე არ მინდა – როცა გადაკვეთავ გარკვეულ ზღურბლებს და გარკვეულ ბარიერებს, არ მინდა უკან დავბრუნდე.

ხანგრძლივი ეფექტი ექნება ამ ყველაფერს სემზე?

პადალეკი: დიახ. არის ეპიზოდი სადაც იმაზე ვლაპარაკობთ, რომ სემს არ ძინავს. ყველაზე დიდი ხანი ვისაც არ დაუძინია არის დაახლოებით 9 დღე, და შემდეგ ისინი მოკვდნენ, რადგან შენი ორგანოები ითიშება. მე მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი სერია, სადაც სემს მთელი კვირა არ დაუძინია, და ის ივიწყებს ყველაფერს და უცებ ეხმარება ხალხს დღის გადასარჩენად. მე მინდა რომ ის იყოს ადამიანი. ის რამაც ეს პერსონაჟები მოსაწონი გახადა, არის ის, რომ ისინი არიან ადამიანები. სემს პრობლემები ჰქონდა დემონის სისხლზე თუ რასაც ეძახით, მაგრამ ისტორია არის ორ ადამიანურ ქმნილებაზე, და არა ანგელოზზე და დემონზე. ისინი მოდიან და მიდიან, მაგრამ მაყურებელს არ შეუძლია ამასთან დაკავშირება თუ ეს არ ეხება ადამიანურ ვითარებას და ადამიანურ ემოციებს და ასე ბუნება და აღზრდა შენზე ზეგავლენას ახდენს. თქვენ დაწერეთ ეს თქვენს სტატიაში. მე მსურს ერთგული ვიყო ამ ბიჭთან, რომელიც შეშლილი ხდება და გადაგვარების გზაზეა.

მიშა კოლინზი ამ სეზონის რამდენიმე სერიაში ბრუნდება.

პადალეკი: დიახ, მისი პირველი სერია ისაა სადაც სემი გიჟდება. ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ მის დაბრუნებაზე. ძალიან, ძალიან აღფრთოვანებულები.როგორ იქცევიან ვინჩესტერები ამ დროს?პადალეკი: დინისთვის, ეს ზიანის მომტანია. მისთვის მართლა მტკივნეული იყო ის, რაც კასმა გააკეთა. სემი და კასტიელი არასდროს ყოფილან ახლოს; კასი ყოველთვის გაღიზიანებული იყო სემზე რუბის გამო, რაც გასაგებია, მთელი აპოკალიფსის ამბავი.

თუმცა ეს კარგი იყო შენთვის.

პადალეკი: ჰო, ჯარედი კარგადაა ამასთან. ჩემი დემონი შვილი სადაცაა გაჩნდება. მე კარგად ვარ.

როდესაც კასტიელი ბრუნდება, ეს მართლა დინზე ყურადღება გამახვილებული ამბავია?

პადალეკი: უდაოდ. სემს არასოდეს წყენდა ის, რომ მას კასტიელთან უთანხმოება ჰქონდა. სემი ყოველთვის პრაგმატული და პრაქტიკული იყო. ის ასეა „კარგი, ვხვდები მე ველაპარაკებოდი ვიღაცას რომელმაც მთელი მსოფლიო აურია, მეც გაუბედავი ვიქნები“. ვფიქრობ დინთან ერთად მისთვის მართლაც ძნელია კასტიელის ღალატზე მორიგება.  ჩვენ ვნახეთ, რომ სემი ებრძოდა თავის ლუციფერის ხედვებს, და ახლა დინის ჯერია, რომ ამის მსგავსი ისტორია ჰქონდეს. ჩვენ ვნახავთ დინს, რომელიც ცდილობს რომ გაიგოს კასტიელის გამოსვლა. ის ასეა “როგორ უნდა ვაპატიოთ მას? როგორ უნდა ვენდოთ? აი როგორ დავზიანდით, აი როგორ დავიწვით”. დინი პირველად დაზიანდა, მეორედ კი ფრთხილობს. ჩვენ მას ვნახავთ თუ როგორ ებრძვის საკუთარ დემონებს.სემი და დინი, სულ მცირე, ჩანს რომ ძველ ურთიერთობას დაუბრუნდნენ. ისინი ისევ ენდობიან ერთმანეთს.

შენ და ჯენსენმაც, ორივემ თქვით, რომ გირჩევნიათ ეს იმ სერიებისთვის, სადაც ისინი ერთმანეთს მთავარ საიდუმლოებებს უმხელენ.

პადალეკი: პირადად, ჩვენ ახლო და კარგი მეგობრები ვართ, და პროფესიონალურად ვისწავლეთ როგორ ვუთხრათ ეს ამბავი ერთმანეთს თვალებით, და სემი და დინი არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში. როდესაც ისინი კარგ პირობებში არიან, ეს არის – არ მინდა ვთქვა რომ ეს კომფორტულია, რადგან ეს მძიმე სამუშაოა, მაგრამ უფრო მოსახერხებელია, როცა ცდილობ თქვა ისტორიები რომლებიც არ იცი როგორ თქვა. ჩვენ ვიცით როგორ ვთქვათ სემის და დინის ისტორია სამყაროს წინააღმდეგ, და ვიცით, რომ ფანები ამთვისებლები არიან, ასე რომ, იმედია ეს ასე გაგრძელდება.

No comments:

Post a Comment