საინტერესო ფაქტები ზებუნებრივის შესახებ
საათი სემის ოთახში გაჩერდა 20:12-ზე
რუბის როლი თავიდან კრისტენ ბელს უნდა ეთამაშა,მაგრამ მან უარი განაცხადა.რის შემდეგაც როლზე ქეითი კესიდი დაამტკიცეს.
იმეილი რომელიც სემს ბეკისგან მოუვიდა (სეზონი 1 ეპიზოდი 6) გაგზავნილია 5 დეკემბერს,თუმცა მოქმედება სერიალში მარტში ხდებ
სემის ტელეფონში ბევრი მეილის ამოკითხვაა შესაძლებელი.მათი გამომგზავნის სახელები ემთხვევა იმ ადამიანთა სახელებს რომლებიც სერიალზე მუშაობენ.მაგალითად : John Marcynuk,Jerry Wanek,Mary Ann Liu,Stanislava Shmakin.
ეპიზოდის დასახელება "In My Time of Dying" არის ლედ ზეპელინის სიმღერის სათაური.
მეორე სეზონის მეოთხე სერიაში სემს ხელი აქვს მოტეხილი.ეს დეტალი სერიალში ჩადებული ჯარედ პადალეკის თხოვნით იყო , რადგან მას მართლაც ჰქონდა ხელი მოტეხილი.გიფსი მას მომდევნო სერიაშიც უკეთია.
მე-4 სეზონის მე-8 სერიაში დინის ყალბი მოწმობა აღებულია ჯონ მაკკარტის სახელზე,რომელიც სინამდვილეში სერიალის რეჟისორის პირველი ასისტენტია.
სემის კოშმარში (პირველი სეზონის მეორე სერია) ვხედავთ ჯესიკას საფლავს.აღმოჩნდა რომ ის მოკვდა იმავე დღეს როცა სემისა და დინის დედა - 2 ნოემბერს,22 წლის შემდეგ.ჯესიკა დაიბადა 1984 წლის 24 იანვარს და მისი სრული სახელია ჯესიკა ლი მური.(Jessica Lee Moore)
სემის ტელეფონის ნომერია : 1-785-555-2804
სემის მოწმობა გაფორმებულია ადრიანა დაიპოლდის სახელზე.ის რეჟისორის მეორე ასისტენტია
როდესაც სემს მოეჩვენა ჯესიკა რომელიც ქუჩის გადასასვლელთან იდგა,მას ეცვა ის თეთრი პერაგი რომელშიც მოკვდა.
დინის ტელეფონის ნომერი რომელსაც პირველი სეზონის მესამე ეპიზოდში კრიფავს სემი - 866-907-3235 .თუ ამ ნომერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ავკრიფავთ მოვისმენთ ჩანაწერს :«This is Dean Winchester. If this is an emergency, leave a message. If you are calling about 11-2-83, page me with your coordinates»
ფრაზა მეოთხე სეზონის პირველი სრიიდან,როცა დინი პირველად შეხვდება კასტიელს: -Who Are You? -Castiello კასტიელი ხუთშაბათის ანგელოზია.დინი კასტიელმა ხუთშაბათს გააცოცხლა.
.სემს და დინს დაარქვეს ბებიის და ბაბუის საპატივსაცემოდ (დედის მხრიდან) : სემუელი და დიანა.
.სეზონი 6,სერია 15.დინი და სემი აღარ არიან დინი და სემი.ისინი უკვე ჯენსენ ეკლსი და ჯარედ პადალეკი არიან.მიშა კოლინსი ამ სერიაში ორ როლს ასრულებს,კასტიელისა და თავის თავის.რუბი -ჟენევივ კორტეზი,ასევე თავის თავს თამაშობს ანუ სემის (ჯარედ პადალეკის ცოლის).
.საინტერესოა რატომ გადაწყდა რომ ცნობილი ძმები დინი და სემი ,გვარად ვინჩესტერები ყოფილიყვნენ.კალიფორნიაში დგას საკმაოდ ცნობილი შენობა,რომელიც ააშენა ვინმე სარა ვინჩესტერმა,მეთოფეს მეუღლემ.სარა ნაგებობას 38 წელი აშენებდა განუწყვეტლივ პარანორმალური მიზეზების გამო.ლეგენდის თანახმად,შეუჩერებელი მუშაობის მიზეზი იყო მედიუმი,რომელმაც უთხრა სარა ვინჩესტერს რომ თუ ის შენებას შეწყვეტდა სულები რომლებიც მისი ქმრის თოფებით იყვნენ მოკლულნი მიაკითხავდნენ მას. ამბობენ რომ შენობას ჰქონდა უცნაური დიზაინი და უამრავი კიბეები რათა სულები დაებნიათ.დღეს ეს სახლი ასე გამოიყურება:
ჯიმ ბივერი (ბობი) თავდაპირველად მხოლოდ ერთ სერიაში უნდა გამოჩენილიყო,თუმცა შემდეგ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად იქცა.
სერიების უმრავლესობის საუნდტრეკუი კლასიკური როკის ჟანრისაა,რომელიც ხშირად ერიკ კრიპკეს - სერიალის შემქმნელის პირადი კოლექციიდანაა.მისი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია ლედ ზეპლინი,რომლის სიმღერები ხშირად ჟღერს ზებუნებრივში.
.სემის დაბადების დღე 2 მაისსაა,ამავე დღეს დაიბადა შემქმნელის ერიკ კრიპკეს შვილი (2005 წელი)
ჯეფრი დინ მორგანი (ჯონ ვინჩესტერ) მხოლოდ 12 წლით უფროსია ჯენსენ ეკლსზე,ანუ მის უფროს შვილზე სერიალში.
რობერტ ჯონსონი რომელიც მერვე სერიაში გზაჯვარედინზე დემონზე სულის გაყიოდვისთვის მოკლეს ჯოჯოხეთის ძაღლებმა ,მართლაც 1983 წელს მოკვდა გზაჯვარედინზევე
ჯესიკა და სემი აპირებდნენ დაქორწინებას.მეგში დემონი იყო თითქმის ერთი წელი და ეს დემონი იყო აზაზელის შვილი.დინი ბავშვობიდან ოცნებობს მეხანძრეობაზე.
საიტი რომელზეც საუბარია სერიალის პირველი სეზონის მე-17 სერიაში - http://hellhoundslair.com სინამდვილეშიც არსებობს.მისი მფლობელია WB (Warner brothers)
ვამპირები ზებუნებრივსი არ ექვემდებარებიან მსოფლიოში ცნობილ სტანდარტებს.მათ არ აშინებთ ნიორი ,სპილენძი და მზის შუქი.
მერი ვინჩესტერი გარდაიცვალა 1983 წლის 2 ნოემბერს,იმ დღეს როცა ის დაიბადა.
პროდიუსერებმა განიხილეს ბევრი ვერსია იმისა,თუ როგორ ეიძულებინათ სემს კოლეჯის მიტოვება და ძმასთან ერთად წასვლა.ერთ-ერთი ვარიანტი იყო ჯესიკას გადასვლა ბოროტი ძალებისკენ,მაგრამ გადაწყვიტეს რომ მისი სიკვდილი უფრო ძლიერ სურვილს აღუძრავდა სემს გასამგზავრებლად
ბევრი ეპიზოდის სახელწოდება სინამდვილეში ცნობილი საშინელებათა ფილმების სახელებია.მაგალითად : Wendigo, Children Shouldn't Play with Dead Things, Dead in the Water
.მეორე სეზონის პირველ ეპიზოდში დინი იწვა პალატაში ნომერი 3751.
აუუ ძალიან მაგარია მაგრად მომეწონა
ReplyDelete