ჯონ ვინჩესტერის დღიური
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ვეწვიე მისურის რათა გამერკვია სიმართლე.იქ გავიცანი ფლეტჩერ ჰეიბლი.მან გადმომცა ჩანაწერების წიგნაკი და დამავალა ჩამეწერა ყველაფერი.ფლეტჩერმა მითხრა რომ ჩემი ახალი ცხოვრება სკოლის მაგდაგვარია და გამოცდას ვერ ჩავაბარებ თუ ყველაფერს დაწვრილებით არ ჩავიწერ.ხოლო თუ გამოცდა ვერ ჩავაბარე თავს წამაცლიან და ჩემი შვილები ობლები დარჩებიან.
ასე რომ,ვუბრუნდები იმას რითიც ყველაფერი დაიწყო :
ორი კვირის წინ ჩემი ცოლი დაიღუპა.მე დავინახე როგორ მოკვდა ის სემის ოთახის ჭერზე მიკრული,დავინახე სისხლი რომელიც ეწვეთებოდა სემის საწოლზე სანამ მერი ცეცხლმა არ შთანთქა.აქამდე ერთი კვირით ადრე ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით...ვსადილობდით,მივდიოდით გვეყურებინა როგორ თამაშობს დინი ბეისბოლს,ვყიდულობდით სათამაშოებს პატარა სემისათვის.შემდეგ ყველაფერი უცბად შეიცვალა..როცა ამას ვიხსენებ და ისევ იმ მომენტს ვუბრუნდები...მგონია რომ ჭკუიდან ვიშლები.გეგონება ვიღაცამ თვალები ამომთხარა და ხელები მომაჭრა.სრულიად არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
მერის ძალიან უყვარდა დღიურში წერა.ამბობდა რომ ეს ეხმარებოდა ყველა წვრილმანის დამახსოვრებაში ბიჭებზე,ჩემზე..ვწუხვარ რომ შესაძლებლობა არ მომეცა წამეკითხა მისი დღიური-როგორც სხვა დანარჩენებისგან,მისგანაც მხოლოდ ნაცარი დარჩა.მერის ყოველთვის უნდოდა რომ მეც მეცადა დღიურების წერა,ალბათ ის მართალიც იყო,ეს დამეხმარება ყველაფრის დამახსოვრებაში,გაგებაში.ასე ფიქრობს ფლეტჩერიც..
ყველაფერმა დაკარგა მნიშვნელობა...ცოლი დამეღუპა,ბავშვები დარჩნენ უდედოდ,საშინელება რომელიც ვნახე იმ ღამით...არასდროს დამავიწყდება როგორ შევვარდი ბავსვის საძინებელში,მერის ყვირილის ხმაზე.რამოდენი წამით მომეჩვენა რომ ყველაფერი კარგად იყო,ირგვლივ სიჩუმე ,სემის ეძინა.გადავწყვიტე რომ მომეჩვენა,მაგრამ ამ დროს ჩამოვარდა სისხლის წვეთი,ზემოთ ავიხედე და დავინახე ჩემი ცოლი..
ჩვენი სახლი ნახევრად განადგურებულია,თუმცა მხოლოდ რამოდენიმე საათი იწვოდა.თითქმის ყველა ტანსაცმელი და ფოტოები განადგურდა,ისევე როგორც სეიფი სადაც მერის დღიურები და ბავშვების კოლეჯის ფული იდო.როგორ მოხდა ისე რომ მთელი ჩემი სახლი დაინგრა რამოდენიმე წამში და მას ჩემი ცხოვრების დანგრევაც მიჰყვა.
თავიდან ვიფიქრე რომ დარჩენას შვძლებდით.კეიტი და მაიკი ძალიან დაგვეხმარნენ,მაგრამ როგორც კი ვეცადე მეთქვა მაიკისთვის რა მოხდა იმ ღამეს ჩემი აზრით...მან შემომხედა ისეთი სახით რომ აშკარად შეშლილი ვეგონე,როგორც ჩანს კეიტიც ეთანხმება რადგან მეორე დილასვე მირჩია ფსიქიატრთან წავსულიყავი.ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს რომ შევიშალე,ვინ იცის იქნებდა მართლა...
პოლიციამ ნელ-ნელა დახურა საქმე იმის შემდეგ რაც არ გამოუვიდათ ამის ჩემზე დაბრალება.მათ არ აინტერესებდათ რომ მერი ჭერზე იყო მიკრული,რომ მუცელზე სისხლი ჰქონდა და საერთოდ მათთვის ყველაფერი სულერთი იყო რასაც მე ვამბობდი.პოლიციას უნდოდა გაეგო პასუხები რომლებიც უფრო სარწმუნო იქნებოდა.ბოლოს მათ ველაპარაკე ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ.მისვავდნენ იმავე კითხვებს რასაც ხანძრის ღამეს - სად ვიყავი?როგორი ურთიერთობა გვქონდა მე და მერის ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე?გვქონდა თუ არა პრობლემები პატარებთან?
მერის ბიძამ ჯეიკობმა ის დაასაფლავა ილინოისში,იქ სადაც მერი დაიბადა.მე არ წავსულვარ.რატომ? ჯერ ეგ ერთი არც არაფერი იყო დასასაფლავებელი,თანაც არ ვაპირებდი სამგლოვიარო სიტყვით გამოსვლების მოსმენას.საღამოობით როცა დინისა და სემის ოთახში ვზივარ რაღაც ხმები მესმის.ბევრს ვსვამ,ხან მგონია რომ ეს ყველაფერი სიზმარია.რისთვის ავდექი საერთოდ იმ ღამეს საწოლიდან?ტელევიზორის ყურა მინდოდა ჩემი ცოლი კი დაიღუპა.მაპატიე მერი!
დინი თითქმის არ ლაპარაკობს.ვცდილობ უბრალო რამეებზე ველაპარაკო,ვთავაზობ ბეისბოლის თამშს,ყველაფერს ვაკეთებ რომ თავი ისევ ნორმალურ ბავშვად იგრძნოს,მაგრამ ის ერთი წუთითაც არ მცილდება მე და მის ძამიკოს.ყოველ დღე როცა ვიღვიძებ ვხედავ დინს ,რომელიც სემის საწოლთან დგას და მხურვალედ ეხუტება მას,თითოს რაღაცისგან იცავსო.
სემი ხშირად ტირის და დედას ითხოვს,მე კი აზრზე არ ვარ როგორ დავაწყნარო,ჩემ ნაწილს კი ამის გაკეთება არც უნდა.გული მიჩერდება როცა ვფიქრობ რომ მალე სემის საერთოდ დაავიწყდება დედა.
გუშინ ნაბახუსევზე გავიღვიძე და საერთოდ არ მაინტერესებდა მაიკის გულახდილი საუბრები,რომელმაც სამზარეულოში გამომიჭირა.სიმართლე ვთქვათ და მას ამის უფლება აქვს.ეს ხომ მისი სახლია.მან ისევ გამიბა საუბარი : უნდა დაგეხმარო,პატარების ხათრით მაინც..მგონია რომ მას უფრო გარაჟი აღელვებს ვიდრე მე.მიმტკიცებდა რომ უნდა მემუშავა.ღმერთო,ჩემი ცოლი მოკვდა უცნაურ გარემოებაში,შვილები დედის გარეშე დარჩნენ და მე კი უნდა ვიმუშაო?მოკლედ მაიკი უარით გავისტუმრე და ჩეკით ხელში სახლიდან გამოვედი,ბავშვებუ ჯულის დავუტოვე.ჩეკი გავანაღდე და ვიყიდე ყველაფერი რაც თავის დაცვისთვის გამოგვადგებოდა - იარაღი.
მეორეჯერ ვეწვიე მისურის.თითქოსდა დიდი ხანია მეგობრები ვართო,მან იცოდა ყველა წვრილმანი არა მარტო ჩემი ცხოვრებიდან არამედ ჩემი ფიქრები,შიშები.ის იყო პირველი ადამიანი რომელმაც ჩემი მონაყოლის შემდეგ ისე არ შემომხედა თითქოსდა შეშლილი ვიყო,უბრალოდ თავს მიქნევდა.მითხრა შენი მჯერაო და თუ მინდოდა პასუხების გაგება მსხვერპლი უნდა შემეწირა,სისხლიანი მსხვერპლი.

მისურის დავემშვიდობე და ბავშვებიანა ლორენსიდან წავედი.თუ ოდესმე იქ დავბრუნდებით,ეს მალე არ იქნება.დინი კი სხვაგვარად ფიქრობს.პირველ რიგში მან მკითხა როდის დავბრუნდებოდით სახლში.მაგრამ ჩვენ უკვე აღარ გვაქვს სახლი დინ,ამას უნდა შეეგუო და იქამდე არ გვექნება სანამ არ ვიპოვით იმას რამაც მოკლა დედიკო.
19 ნოემბერი
შევეცდები ყველაფერი ჩავწერო ისე როგორც არის,რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს.თუ მეთვითონ არ მჯერა ამის სხვა რატომ დამიჯერებს?გავეშურე სასაფლაოზე სადაც იმედი მქონდა რომ პასუხებს მივიღებდი.წამოსვლაზე დავიყოლიე ჯეიკობი და ამით მე ის მოვკალი კიდეც.ჯოჯოხეთის მეძებარი - ასე ეძახის მას ფლეტჩერი - გამოვარდა აკლდამიდან და პირდაპირ მას ეცა.ასეთი რამ ვიეტნამის შემდეგ არ მინახავს.იქ იყო ვიღაც მონადირე,არ ვიცი ვინ იყო მაგრამ მან მე გადამარჩინა.მე კი ჯეიკობი ვერ გადავარჩინე.მონადირემ არ დამრთო ნება წამეყვანა ჯეიკობი საავადმყოფოში.მითხრა რომ ის უკვე ცოცლებში აღარ ეწერა,უბრალოდ ის არსება რომელმაც მოკლა არ აძლევს სიკვდილის საშუალებას,რომ უფრო გაწამდეს.არ მინდოდა ამის დაჯერება მაგრამ,მომდევნო ვითარებამ დამარწმუნა რომ ის მართალი იყო.
მონადირემ მითხრა რომ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო,მეც არ შევკამათებივარ და ვუყურებდი როგორ მიდიოდა ჩემი მანქანა შიგ მომაკვდავი ჯეიკობით გადასავარდნად.ამასთან დაკავშირებით მონადირემ მხოლოდ ეს თქვა - " როგორც ჩანს ახალი მანქანა გეყოლება".შემიძლია მისგან ბევრი რამ ვისწავლო თუმცა ის არ მომწონს და არც ვენდობი.მან დაიწყო დემონებზე მოყოლა,ჯოჯოხეთის ძაღლები,დემონები...
მე ნება მივეცი ჯეიკობს მომკვდარიყო?შემეძლო თუ არა მისი გადარჩენა?შეიძლება შემეძლო,შეიზლება მონადირე იყო მართალი.მაგრამ მე არც მიცდია.რად გადავიქეცი?ყოველთვის ვცდილობდი რომ როცა შვილები რამეს მკითხვადნენ არ მომეტყუებინა ისინი,თუმცა რას ვუპასუხებ როცა ბიძია ჯეიკზე შემეკითხებიან?
20 ნოემბერი
დღეს საღამოს მე აუღელვებლივ მოვკალი ადამიანი
არა,მე მოვკალი მონსტრი ხალხის დაცვის მიზნით,ხალხის რომლებმაც ამ მონსტრის არსებობის შესახებ არფერი იცოდნენ.მაგრამ გადარჩენილებმა უეჭველად იფიქრეს რომ მე მოვკალი ადამიანი.დინმაც დაინახა ეს როგორ მოხდა.ის ჰგავდა იჩის რომელზეც მიყვებოდა მონადირე.მე და ის ვეძებდით ერთ არსებას,არსებას და არა ადამიანს...ის კლავს ადამიანებს და გარბის სანამ რეაგირება გექნება.მონადირის სიტყვებით ერთი მათგანი იყო ჯეკი გამომშიგვნელი,მაგრამ ეს მითხრა მონადირემ რომელმაც მანქანინა გადამაგდებინა ჯერ კიდევ ცოცხალი ჯეიკობი.

მონადირემ მითხრა რომ ჩემს საქმეში შეყვანას აპირებდა.არიან ადამიანები რომლებიც მონსტრებზე ნადირობენ.მათ აქვთ რაღაც გაერთიანება რომლის ცენტრი ბილის და ელენის რესტორანშია.ბილი მონადირეა,მას ჰყავს პატარა გოგონა - ჯო,სემზე ოდნავ დიდი.მონადირეები ერთმანეთს უზიარებენ იმას თუ რა ნახეს.ისინი ვერ იტანენ არსებებს რომლებზეც ნადირობენ.ელენს დავუტოვეთ ბავშვები სანამ მე,მონადირე და ბილი მაქციაზე ვნადირობდით.
21 ნოემბერი
ბიჭები ელგინში ბილთან და პამელასთან დავტოვე.ეს პირველი შემთხვევაა მერის გარდაცვალების შემდეგ როცა ღამე მათ მარტო ვტოვებ.სულ მინდა რომ უკან დავბრუნდე და ისნი დავიცვა.მაგრამ მონადირე მეუბნება რომ უნდა დაველაპარაკო მერის,და მპირდება რომ ამას მომიწყობს.
ის აგრძელებს იმის მტკიცებას რომ მერი დემონმა მოკლა და რომ მისი ცოლიც დემონის მსხვერპლი გახდა.მე მასში ვერ ვხედავ ადამიანს რომელიც ტკივილმა გახადა ასეთი.რაც არ უნდა მოსვლოდა მის ცოლს,მონაირის საქციელს არ ამართლებს.მეც არ მინდა ვიყო ასეთი.მე ვარ უბრალოდ ქმარი და მამა და მინდა მხოლოდ ერთი რამ - შური ვიძიო ცოლისთვის.
21 ნოემბერი
მინდა რომ დინს ვუთხრა : "შენი ძმა ჯერ პატარაა რომ გაიგოს,მაგრამ შენ უკვე დიდი ხარ.რაც ძალიან მაშინებს.იმის მერე რაც დედაშენი მოკვდა ისეთ საშინელ რამეებს ვხედავ...ახლა კი შენც დაინახე,ეს ჩემი ბრალია.გზაში რომელიც მე ავირჩიე შენი ადგილი არ არის.ერთხელაც მიხვდები - რატომ მივდივარ დღეს.მაგრამ როცა ყველაფერი მორჩება,გპირდები არასოდეს დაგტოვებთ.იქამდე კი იმედებს ვამყარებ იმაზე რო შენ სათანადოდ ძლიერი ხარ სემის მოვლისათვის.ვინმემ ეს უნდა გააკეთოს"
24 ნოემბერი
მე და მონადირე გზაში ვართ.რადგანაც ჯერ დამწყები მონადირე ვარ არ ვკითხულობ სად მივდივართ.მას მივყავარ ადამიანთან რომელიც დამეხმარება დავუკავშირდე მერის,მაგრამ იქამდე რამოდენიმე საქმე უნდა დავამთავროთ.
მონადირე არასოდეს იტყვის უარს ნადირობაზე
არასდროს.

დასკვნა - მსხვერპლის დაწვა ასუსტებს ექიმს და ართმევს ძალებს რომლებიც მიიღო ორგანოებთან ერთად.მონადირის სიტყვებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ბენზინითა და ასანთით.უფრო მეტი უნდა გავიგო ამ გაცოცხლებულ მკვდრებზე და საერთოდ ყველაფერზე.
25 ნოემბერი
დღეს შტატ მინესოტაში,ქალაქ ცისფერ მიწაში შევხვდი გიჟ მღვდელს -ჯიმს რომელმაც გამოიძახა მერი.ეს არ გავდა ჩვეულებრივ ეკლესიურ რიტუალს.ეჭვი მეპარება რომ ეს სემინარიაში ასწავლეს.მან გაიჭრა ხელი და მისი სისხლი გადაიქცა ცეცხლად,რომელიც არ წვავდა მღვდელს,შემდეგ ცეცხლი გადაიქცა მერიდ.
მერი
მან ჩემი სახელი წარმოთქვა.ალბათ კიდევ რამე თქვა მაგრამ ,ისევ გამეგო მისი ხმა...არ შემიძლია აღვწერო იქ რა მოხდა,ყველაფერი რამოდენიმე წამს გაგრძელდა და შემდეგ მერი გადაიქცა ჯოჯოხეთის ძაღლად და მითხრა : "მალე მოხვალ ჩემთან".
იმის შემდეგ რაც ძაღლი გაქრა,ჯიმმა შეამჩნია მისი ეშვი რომელზეც ეწერა - 1127.პოლიციის ჩანაწერების მიხედვით მერი გარდაიცვალა ამ დროს.მონადირემ და ჯიმმა დაასკვნეს რომ ეშვზე გამოსახული იყო კოორდინატები,მაგრამ რას აღნიშნავენ ისინი?
სისხლით ნაწერი : ერთ დროს სამხრეთში,დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ხალხი ამბობდა : ვადებ ჩემს ხელს და ვბეჭდავ.აღმოსავლეთში ეს ფრაზა პირდაპირ ესმოდათ.იაპონიის იმპერატორი ხელს ისველებდა სისხლით და დოკუმენტზე ადებდა.რაც შეეხება ეშმაკთნ გარიგებას,ადაიანები ამ დროს ფურცელზე თავის სახელს სისხლით წერდნენ.
27 ნოემბერი
24 საათის განმავლობაში გავიარეთ 2700 კლიომეტრი ცისფერი მიწიდან ტემპამდე ,მე და მონადირე რიგრიგობით ვიჯექით საჭესთან.ფლეტჩერ ჰეიბლმა მოგვცა სასაფლაოების რუკა,რომელიც გაყოფილი იყო სექტორებად.სასაფლაო №112 მდებარეობდა კოლორადოში,ჰოუპში,ოთხი შტატის გასაყარზე.

ძაღლი მაშინვე მონადირეს მივარდა მან კი მითხრა რომ იცის ვინ მოკლა მერი და რომ ეს დემონი არ არის.მე მაშინვე მოვკალი ჯოჯოხეთის ძაღლი.იმ წუთიდან მონადირე სხვანაირად ალაპარაკდა.მითხრა რომ ყველაფერი რასაც აქამდე აკეთებდა იყო ჩემი მონადირედ გადაქცევისათვის და რომ ის არ იყო მონადირე,უბრალოდ ძალიან გავდა მას.მაგრამ იმ დროს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ დინმა დამინახა როგორ მოვკალი მაქცია.მონადირე მოვკალი და სასტუმრო დავწვი.ამას ვწერ ტრასა ჳ-76 -ზე.მოვკალი მონადირე და კარგადაც ვინადირე.ნადირობას შემდეგშიც განვაგრძობ ბიჭებიანა.ჩვენ ვიპოვით იმას რამაც მოკლა მერი და გავისტუმრებთ ჯოჯოხეთში.გზაში კი მოვკლავთ ყველა ვამპირს,მოჩვენებას,დემონს და კიდევ რაც არის.ჩემი ბიჭები არასოდეს გამოცდიაან თავის თავზე იმას რაც მე გამოვცადე.
29 ნოემბერი
ეგლინიდან გავემგზავრეთ,საით არ ვიცი.იქ სადაც გავიგებ რა მოუვიდა მერის და მოვკლავ იმას ვინც მოკლა იგი.სადღაც სხვაგან უნდა იყვნენ სხვა მონადირრებიც და რომელიმეს ეცოდინება რა მოუვიდა ჩემს მეუღლეს.თავდაპირველად დავბრუნდით ბილის და ელენის კაფეში,მათ ნება დაგვრთეს ცოტა ხანი იქ დავრჩენილიყავით.
დიდად არასდროს ვიყავი გატაცებული წიგნებით და გაზეთებით.მაგრამ ყველაფერი იცვლება...დავიწყე ძველი წიგნების ძიება როგორც ფლეტჩერი და სხვა მონადირეები კაფეში.უნდა ვიცოდე საქმე ვისთან მაქვს.დავიწყე ბიბლიოთეკაში სიარული,ვეძებ ძველ პოლიციის ჩანაწერებს,მსგავს ხანძრებს.მე ვპოვი იმას რამაც მოკლა მერი და შემდეგ..ღმერთო მაპატიე..
11 დეკემბერი
როგორც იქნა სემის ღამ-ღამობით წყნარად ძინავს,ისევე როგორც დინს,რომელიც მუდმივად იქვე ახლოსაა.მე კი...როგორც კი თვალს ვხუჭავ მას ვხედავ.მერის,ისევ ისეთს როგორიც ხანძრამდე რამოდენიმე დღით ადრე იყო,ლამაზს,მხიარულს,ცოცხალს...შემდეგ ვბრუნდები ისევ იმ ღამეს,მერი ჭერზე,სისხლით მოსვრილი...როგორ აღმოჩნდა ჭერზე?იქ არ უნდაყოფილიყო.ხანდახან მეჩვენობა რომ რაღაც მუდმივად დაგვყურებს მე და ჩემ ბიჭებს და დამცინის : შენ ვერ შეძელი მისი გადარჩენა,ვერ ამათ გადარჩენას ვერ შეძლებ...
14 დეკემბერი
გუშინ ღაით გამეღვიძა ცივ ოფლში,ისევ მეგონა რომ ვიღაც გვიყურებადა...ერთ წიგნში წავიკითხე თუ როგორ ჩნდება ხანძარი,როგორ ჩქარა ვრცელდება..ლაპარაკი იყო უცნაურ ხანძრებზე.ზოგი ფიქრობს რომ ბოროტი არსებები რომლებსაც უნდათ ადამიანებისთვის ზიანის მიყენება,ამისთვის ცეცხლს იყენებენ.სიგიჟეა,ცეცხლმფრქვევი დრაკონი?მართლა?მაგრამ შემდეგ ვიხსენებ იმ ღამეს როცა შევედი სემის ოთახში და ვცდილობდი მერიმდე მიმეღწია და როგორ გამოვარდა იქიდან ცეცხლი,თითქოსდა ჩემი შეჩერება უნდოდა.გეგონება ვიღაც აკონტროლებდა ცეცხლს...
20 დეკემბერი
ვიწყებ იმის გაანალიზებას რომ მარტო ვარ.სხვა მონადირეებს ბევრი რამ აქვთ ნანახი.ფრენკ გუტიერეზმა უემოციო სახით მითხრა რომ ტრასა 6.6.6 სავსეა ჯოჯოხეთის ძაღლებით.ყველა მონადირეს თავისი ისტორია აქვს,მაგრამ არავის უნახია ის რაც ვნახე მე.თუმ მსურს პასუხების მიღება თვითონ უნდა ვეძიო.დავიწყე ჯოჯოხეთის ძაღლებზე ინფორმაციის ძებნა.ის წარმოიშვა ძველი ინგლისური ბოროტი სულისგან- Scucca-სგან,რომელმაც ძაღლის ფორმა მიიღო და სიკვდილის მაუწყებელი გახდა.

შავი ძაღლები ხშირად ჩნდებოდნენ გზებზე.მასთან ერთად ჩნდებიან უთხავო ქალები,ან ისინი თავად არიან თავის გარეშე.მათი დანახვა ნიშნავს იმას რომ თქვენს ოჯახში ვიღაც მოკვდება.შავი ძაღლები გვხვდება ბრიტანულ ლეგენდებში თუმცა რამოდენიმეჯერ აქაურშიც იხსენიებენ.მათზე ლეგენდებია მეიკონში,ტენესიში,აგრეთვე შტატ კონექტიკუტში და ორეგონში.
25 დეკემბერი
ისევ ვერ გამოვიძინე.გამეღვიძა ცივ ოფლში და გამახსენდა რომ შობა იყო.სად არის მერი?ეს ფიქრები ღამეც არ მასვენებს.შობა მეუღლის გარეშე წარმოუდგენელია.ჩვენი დღესასწაული ძალიან მოკრძალებული გამოვიდა.ხელოვნური ნახევარმეტრიანი ნაძვის ხე,საჭმელი - ფასტფუდი.სპორტული საჩუქრები ბიჭებისთვის.ყველაფერი ფეხბურთისთვის..ბეისბოლისთვის..ჩემი საცოდავი მცდელობა გვეცხოვრა როგორც ნორმალურ ადამიანებს.დინი უკვე გაიზარდა საბავშვო ბეისბოლიდან.წელს არასრულწლოვანთა ლიგაში უნდა მივსულიყავით.ახლა კი მივდივარ მარტო მე...
მერი ვერასდროს ნახავს დინის ზუსტ დარტყმას,ვერ ნახავს სემის პირველ ნაბიჯებს,ვერ გაიგებს მის პირველ სიტყვებს.ვერ წაიყვანს დინს სკოლაში პირველ დღეს,ვერ გავატარებ მასთან ერთად ღამეს როდესაც დინი პირველად მოგვთხოვს მანქანას.რა უსამართლობაა რომ ის ჩემს გვერდით არ არის.სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.ცოლის დაბრუნება მინდა.
პოლიციამ ოფიციალურად დახურა ჩვენი საქმე - კარგი საშობაო საჩუქარია , არა?
29 დეკემბერი
ისევ კაფეში დავბრუნდით.ვაპირებ აქ ცოტა ხანი დავრჩეთ.ბიჭებს სჭირდებათ სახლი,ყოველ შემთხვევაში დროებითი მაინც.მე კი მჭირდება ადგილი სადაც გავიგებ რითი არიან დაკავებულნი მონადირეები.სადღესასწაულო განწყობის მაგიერ,შურისძიების სურვილი მაქვს.ვინმეს მოკვლა მინდა.ბოლოს ასეთი რამ ვიეტნამში მქონდა.
დინი შეიცვალა იმის შემდეგ რაც მის თვალწინ მაქცია მოვკალი.არ ვიცი ამაზე როგორ დაველაპარაკო.ჯერ 5 წლისაც არ არის.მის ასაკში უმრავლესობამ სიკვდილის არსი არ იცის.რა უნდა ვუთხრა?რამდენი წელი უნდა გავიდეს იქამდე სანამ სიმართლეს ვეტყვი?
1 იანვარი
ახალი წელი.მერის უყვარდა ეს დრო.მოსწონდა რომ ყველას შეეძლო ცხოვრების სუფთა,ახალი ფურცლიდან დაწყება.ყოველთვის აძლევდა რაიმე პირობას თავის თავს მომავალი წლისთვის და სხვებისგან განსხვავებით ყოველთვის ასრულებდა მას.ცდილობდა დავერწმუნებინე რომ მეც ასე მოვქცეულიყავი,თუმცა ამაში აზრს ვერ ვხედავდი.ნეტავი მის დღიურში ჩამახედა.ეს დამეხმარებოდა მის გახსენებაში.დღიური ალბათ მის საიდუმლოებებს გადამიშლიდა.
როგორ მინდა რომ ბიჭებს მერი კიდევ უფრო დიდხანს სცოდნოდათ.
წელს როგორც იქნა მივეცი თავს პირობა.გავიგებ რა მოუვიდა ჩემს ცოლს.
24 იანვარი
დღეს დინს 5 წელი შეუსრულდა.ვფიქრობ სად დავტოვო რომ შევიყვანო სკოლაში.მაგრამ წარმომიდგენია როგორ გამიჭირდება მისი იქ დატოვება.ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს.ვფიქრობ ჯერ ნახევარდღიანი ბაღიდან უნდა დავიწყოთ,რადგან დინმა უნდა გაიცნოს ბავშვები,რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ ააწყონ ბრაუნინგი.ჯერ დინმაც არ იცის თუმცა სწავლობს.აშკარად ნიჭი აქვს იარაღისადმი.ეს აუცილებლად გამოადგება.
2 მაისი
სემის 1 წელი შეუსრულდა.მისი დაბადების დღე მთებში ავღნიშნეთ რადგან უნდა შევხვედრილიყავი ადამიანს სახელად დენიელ ელკინსი.მონადირეები მდიდარი წარმოსახვის უნარიანი ხალხია.ყოველ მონადირესთან შეხვედრისას იგებ რომ ახალ არსებას უნდა შეხვდე და მეტი გაიგო,ყველა მონადირეს თავის საყვარელ არსებაზე სანადიროდ მიჰყავხარ.ელკინსი რაღაც ქოხში ცხოვრობს,შტატ კოლორადოში და როგორც თვითონ ამბობს ვამპირებზე საუკეთესო მონადირეა.
ვამპირები
როგორც ჩანს ისინიც არსებობენ.ჯერ არცერთი არ მინახავს თუმცა დენიელი ამბობს რომ ისნი არსებობენ და მე მისი მჯერა.კიდევ ის ამბობს რომ აუცილებელია ყველაფრის დღიურში ჩაწერა.ამიტომ ვახდენ ციტირებას :
"ბარონი ვალვასორი დაკავშირებულია ვამპირებთან.როცა ვამბობთ ვამპირები ვგულისხმობთ მკვდარ სხეულებს რომლებსაც ამოძრავებს ბოროტება,ისინი ღამ-ღამობით დგებიან საფლავებიდან და სვავენ ცოცხალი ადამიანების სისხლს,ამით კი კლავენ მათ."
ეს არის ერთ-ერთი უძველესი ვამპირთა ხსენება ჩანაწერებში რომელიც 400 წლის წინ დაიწერა.თუმცა არსებობს უფრო გვიანდელი ჩანაწერებიც.
17 მაისი
დღეს იქნებოდა ჩვენი 6 ქორწინების წლისთავი.
სემიმ დღეს გადადგა პირველი ნაბიჯები.ჯერ წავიდა დინისკენ ,შემდეგ დავარდა და დაიწყო ტირილი.ცხოვრება მწარე რამაა შვილო.ვგავარ ამაყ მამას? დიახ,ეს ასეა.
მერი გარდაიცვალა ერთი წლის წინ.ამას ვერასდროს შევეგუები,არც ვცდილობ.ბოლო ერთი წელი შურისძიებისთვის მზადებაში გავატარე.ვფიქრობ,დროა ჩავწერო ყველაფერი რაც გავიგე ლოურენსის და მისი შემოგარენის შესახებ :
- მასაჩუსეტსი - ქალი მოჩვენება მეცხრამეტე საუკუნის კაბაში
- მასაჩუსეტსი - სასტუმრო ელდრიჯი.შენობა დაინგრევა უახლოს მომავალში.ასე რომ მოჩვენებები გაქრებიან,მაგრამ მისურის მაინც აწუხებს მეხუთე სართული.მისი ხილვები ნათელია სულების სამყაროს მაღალი აქტიურობის გამო.
- ქალაქ სტალში,ეკლსესია (ეს არის დანგრეული ეკლესია,რომელიც გადაკეთებულია სასაფლაოდ.ერთ-ერთი კარები ჯოჯოხეთისაკენ) 1922 წლიდან ცარიელია,მას არ აქვს სახურავი,თუმცა თუ წვიმის დროს დადგები ეკლესიაში ერთი წვეთი არ დაგეცემა.ჯვარი კვლავ იქ არის თუმცა ის ტრიალდება როცა უახლოვდებით.
- სასაფლაო ქალაქ სტალში : ამბობენ რომ ეშმაკი აქ ორჯერ ჩნდება : გაზაფხულის ბუნიობაზე და ჰელოუინზე.ის ინახულებს თავის ერთ-ერთ შვილს რომელიც ჯადოქარმა გააჩინა და რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა
- ჰასკელის ინსტიტუტი - ბავშვების სასაფალოზე განწირული მოჩვენების ხმა ისმის მუდმივად,მის გვერდით მდებარე შენობაში კი უამრავი ბავშვის ტირილი ისმის.რამდენი პატარა დაიღუპა აქ?
უილიამ ნიუბორსკი წერდა :განსაწმენდელში უამრავი სულია,ისინი ნაწილდებიან თავიანთი ჩადენილი საქმეების მიხედვით.მათი იქ ყოფნა მუდმივი არ არის,ზოგი იწმინდება და ზეცაში ადის,ზოგი კი ჯოჯოხეთში იგზავნება...ებენესერ სიბლი
როგორც კი ადამიანი დარჩა მარტო,ეშაკმა იფიქრა რომ ეს იყო შესაფერისი დრო მისი დაშინებისთვის.მან საფლავიდან ააყენა თავის "იარაღი",რათა მორწმუნე დაეფრთხო.მონსტრის დანახვისას ბერი გაშეშდა შიშისაგან.მაგრამ უცბად გამოფხიზლდა და შეეწინააღმდეგა ამ მონსტრს,ჩხუბის დროს ბერმა ნიჩაბი დაჰკრა მას.მონსტრს საზარლი ღმუილი აღმოხდა და სისხლისგან იცლებოდა,ბერმა აიძულა მას თავი კვლავ საფლავს შეეფარებინა.საფლავი თითქოს თვითონ გაიღოო და როგორც კი ბერმა მონსტრი შეიყვანა დაიკეტა.იმ დროისთვის სამი ბერი რომელიც ცივ ღამეს ცეცხლთან ატარებდნენ დაბრუნდნენ თუმცა ყველაფერი უკვე დამთავრებული იყო.მეორე დღეს საფლავი ამოთხარეს და საშინელება ნახეს.სხეულიდან ისევ სისხლი მოდიოდა.მონსტრის სხეული ეკლესიისგან მოშორებით დაწვეს და ფერფლი ჰაერში გაფანტეს."
როგორც ჩანს მათი სხეული უნდა დაწვა და დარწმუნდე რომ მკვდრები არიან.
1 იანვარი
ახალი წელი.მერი,წინა წელს დაგპირდი და ახლაც ვიმეორებ - შურს ვიძიებ!პირობას მოგცემ იქმადე სანამ ამას არ შევასრულებ.უკან დახევას არ ვაპირებ.
24 იანვარი
დინის მეექვსე დაბადების დღე.თითქმის ერთი წელი გავიდა იმის შემდეგ რაც მის თვალწინ მაქცია მოვკალი..ამ თემას დინი უკვე აღარ უბრუნდება.იმის შეკითხავაც შეწყვიტა თუ როდის წავიდოდა სკოლაში.წინა შემოდგომას ვეცადე შემეყვანა მაგრამ ვერ მოვახერხე.ასე გარისკვა არ შემიძლია.ახლა თითქოს უფრო გაიზარდა და მეტი რამ იცის ამ არსებების შესახებ.მე ვასწავლი მას.ყველაზე საშინელს ჯერ ვუმალავ თუმცა მან იცის რას შეიძლება გადაეყაროს სიბნელეში.
მაილინგი (უტბურდი) არის მოუნათლავი ან მოკლული ბავშვის მოჩვენება.ისნი ახტებიან ადამიანებს ზურგზე რათა მათ წაიყვანონ სასაფლაოზე სადაც სიმშვდეს მიეცემან.მაგრამ რაც უფრო უახლოვდება ადამიანი სასაფლაოს მით უფრო მძიმე ხდება ტვირთი.ბოლოს და ბოლოს ის მოკვდება.ეს ცრურწმენა წარმოიქმნა იმის მერე რაც შეიქმნა ტრადიცია არასასურველი და უშნო ახალშობილების ბედის ანაბარად დატოვებისა.მაილინგები ხშირად სტუმრობენ იმ ადგილებს სადაც დატოვეს და კლავენ მათ ვინც ამ საქმეში გარეული იყო.თუ მაილინგის ფერფლს განათებულ აგილას დადგამთ მისი სული დამშვიდდება.
No comments:
Post a Comment